როჯერი - ავსტრალიის შემდეგ, ქველმოქმედება! (ფოტოები)

როჯერ ფედერერი, გარდა მისი განუმეორებელი სტილისა, გულშემატკივრებს მისი პიროვნული თვისებების გამოც უყვართ. შვეიცარიელი ქველმოქმედებაში ჩართული მუდმივად არის და, ამჯერად, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ნამიბიაში ჩავიდა და სკოლების დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა, ბავშვებს ეთამაშა და გაკვეთილებს დაესწრო...

 

მისი ფონდი აფრიკაში სკოლებს მრავალი წელია აფინანსებს, 38 წლის მაესტრო კი ამ კონტინენტის ქალაქებს რეგულარულად სტუმრობს. 

 

"პრეზიდენტ ჯენიგობს და ნამიბიელ პარტნიორებს მასპინძლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ეს შთაგონებით აღსავსე ვიზიტი იყო. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ სკოლების გასაძლიერებლად რაღაც წვლილი შეტანა შემიძლია, ბავშვები ხომ ხვალინდელი დღეა" - დაწერა ტვიტერში როჯერმა. 

 

აფრიკაში ბევრი ბავშვისთვის სკოლაში სწავლა ძალიან რთულია, იქ ყველა პატარას ხომ ბაღში სიარულის საშუალებაც არ აქვს. 

 

საქველმოქმედო მატჩში, 7 თებერვალს, კეიპ თაუნში (აფრიკა) როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს შეხვდება. აფრიკის დასახმარებლად შეხვედრას ეს კონტინენტი პირველად მასპინძლობს...