ტუნისთან ჯერჯერობით ფრეა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელსაც ჩვენი გუნდის მსგავსად, პლი ოფის საგზური განაღდებული აქვს.

 

ეკატერინე გორგოძემ ერთეულებში ჩირაზ ბეჩრი ორ სეტში დაამარცხა 6:1,6:3. მარიამ ბოლქვაძე კი, ასევე ორ სეტში დამარცხდა ონს ჯაბოსთან 2:6,2:6. წყვილებს შორის შეხვედრა ჯერ არ გამართულა. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავა. თუმცა, თუ დამარცხდება პლეი ოფში მაინც ითამაშებს.