სამიდან სამი გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელსაც ჩვენი გუნდის მსგავსად, პლი ოფის საგზური განაღდებული აქვს და 2:1 დაამარხცა.

 

 ეკატერინე გორგოძემ ერთეულებში ჩირაზ ბეჩრი ორ სეტში დაამარცხა 6:1,6:3. მარიამ ბოლქვაძე კი, ასევე ორ სეტში დამარცხდა ონს ჯაბოსთან 2:6,2:6.

 

შეხვედრის ბედი წყვილების ასპარეზობამ გადაწყვიტა, სადაც ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინე გორგოძემ მეტოე ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხეს.

 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. პლეი ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრებია. მასპინძლების დამარცხების შემთხვევაში ფინალში გავალთ, რაც პირველი დივიზიონის საგზურს ავტომატურად მოგვიტანს.