7 - აგუეროს რეკორდი

სერხიო აგუერო ინგლისის პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინელი მეშვიდედ გახდა თვის საუკეთესო, რაც რეკორდია. 6–6–ჯერ აღიარეს სტივენ ჯერარდი და ჰარი კეინი.

 

აგუერომ იანვარში პრემიერლიგის 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანჩესტერ სიტის ფორვარდის გარდა, პრიზის მოგების პრეტენდენტები იყვნენ ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), აბდულაი დუკურე (უოტფორდი), აიოსე პერესი (ლესტერი), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა) და ჯეკ სტივენსი (საუთჰემპტონი).