ბაიერნის პრეზიდენტი: ჩვენთვის, რონალდუ ასაკშია...

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, კრიშტიანუ რონალდუთი გერმანული გრანდია დაინტერესებული

 

"ნორმალურია, რომ პრესაში უამრავი სპეკულაცია იწერება. ყველაფერი დასაჯერებელი არ არის. კრიშტიანუ რონალდუს შეძენას არ ვაპირებთ, ის ჩვენთვის ასაკშია"

 

5 თებერვალს პორტუგალიელი 35 წლის გახდა. მიმდინარე სეზონში, იუვენტუსის რიგებში, მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო და 22 გოლი გაიტანა. 2018 წელს, იტალიელებს მისი ტრანსფერი 117 მილიონი ევრო დაუჯდათ.