გენტში ორივე ქართველმა ითამაშა

ბელგიის ჩემპიონატის 25-ე ტურში გენტმა ანდერლეხტს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორმა ქართველმა ითამაშა - მეორე ტაიმში გენტის რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გამოჩნდნენ. ქვილითაიამ 63-ე წუთზე უკრაინელი ნახევარმცველი, რომან ბეზუსი შეცვალა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის მოედანზე შეხვედრის მიწურულს, მხოლოდ 82-ე წუთისთვის გამოჩნდა - მან ახალგაზრდა ფორვარდი, ნიანგბო ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, მატჩის მიმდინარეობაში ქართველებმა განსაკუთრებული ცვლილება ვერ შეიტანეს.

 

იუპილერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გენტი 49 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

რომა რატიანი 08 თებერვალი 2020 -01:15