რუსი მესაფლავე

ალექსანდრ ოვეჩკინი მიმდინარე რეგულარულის დასრულებამდე (დიდი ალბათობით) გადაასწრებს მაიკ გარტნერს (708 გატანილი შაიბა). რუსს 698 აქვს. რუსმა და ვაშინგტონმა 30 თამაში უნდა ჩაატარონ. იოლი მისია მონსტრისთვის.

ოვის კარიერა არის ბლოკბასტერი. და, ოვის სტატისტიკა კლავს. ჩამოვყაროთ.

0.61 - რეგულარულის 1 137 თამაშში რუსის საშუალოდ გატანილი შაიბა.

4 - უმცირესობაში გატანილი შაიბა.

7 - 700-ანების მეშვიდე წევრი ისტორიაში - გარტნერი, ფილ ესპოზიტო (717), მარსელ დიონი (731), ბრეტ ჰალი (741), იარომირ იაგრი (766), გორდი ჰოუ (801) და უეინ გრეცკი (894) შემდეგ. ოვი ლეგენდების მესაფლავე გახდა.

8 - მორის რიშარის სახელობის პრიზის მფლობელი. ეს პრიზი რეგულარულის საუკეთესო სნაიპერს გადაეცემა.

12 - გატანილი ბულიტი.

14 - ბოლო შვიდ თამაშში გატანილი შაიბა.

28 - ჰეთ ტრიკი კარიერაში. 3 - ბოლო 7 თამაშში.

31 - გამოტოვებული ტესტი 15 წლის განმავლობაში. მხოლოდ 17 - ტრავმის გამო.

39 - ცარიელ კარში გატანილი შაიბა.

110 - გამარჯვების მომტანი შაიბა.

120 - იანვარში, ოვისთვის ყველაზე შედეგიან თვეში გატანილი შაიბა.

140 - მეკარემ გაუშვა რუსისგან სულ მცირე, 1 შაიბა.

259 - მეტობაში გატანილი შაიბა.

259 - ნიკლას ბექსტრიომის პასით გატანილი შაიბა.

345 - კეპიტალზის საშინაო დარბაზში (Capital One Arena) გატანილი შაიბა.

352 - გასვლაზე გატანილი შაიბა.

504 - ვაშინგტონის მოგებულ თამაშებში გატანილი შაიბა.

698 - კარიერაში გატანილი შაიბა.

5 483 - დარტყმა კარში. ოვეჩკინის დებიუტის შემდეგ (2005/2006), რუსი მაგარ პირველზეა. მეორეზე 3 667 დარტყმით ზის ერიკ სტაალი.

23 809 - წუთი. 2005/2006 წლების შემდეგ რეკორდი ფორვარდებში.

ყველაზე მეტი გოლი - ტამპა, 48 (72 თამაშში).

ყველაზე ცოტა გოლი - ვეგასი, 3 (5 თამაშში).

ყველაზე მეტი გოლი ერთ კონკრეტულ მეკარეს - მარკ-ანდრე ფლერი, ჰენრიკ ლუნდკვისტი (აარჩია!), 24.

დღეს, გამთენიისას რუსი ფილადელფიას დაეჯახება.