ფედერაციის თასზე საქართველომ ფინეთი დაამარცხა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ფინელები დაამარცხეს. თავდაპირველად ეკატერინე გორგოძე ანასტასია კულიკოვას შეხვდა და 6:2; 6:4 წააგო, ანგარიში მარიამ ბოლქვაძემ გაათანაბრა, რომელმაც ოონა ორპანას 7:5; 6:4 მოუგო. მესამე შეხვედრაში ეკატერინე გორგოძისა და ოკსანა კალაშნიკოვას დუეტმა ლაურა ჰიეტარანტას ანასტასია კულიკოვას წყვილი 6:4; 6:3 დაამარცხა.

 

აღსანიშნავია, რომ ფინეთთან მოგებით საქართველოს ნაკრებმა პირველი დივიზიონის საგზური გაინაღდა.

 

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის თასის ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა 3-დან 3 მოგება იზეიმა. ჩვენმა თანამემამულეებმა ჯერ ისრაელის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ მოლდოვასთან მიაღწიეს სასურველ შედეგს, ბოლოს კი ტუნისს მოუგეს.