პარიზის გრანდ სლემი ცუდად დავიწყეთ

პარიზში ძიუდოისტთა გრანდ სლემმა აიღო სტარტი. პირველ საშეჯიბრო დღეს 7-მა ქართველმა იჭიდავა და სამწუხაროდ ასპარეზობას ყველა გამოეთიშა.

 

მარიამ ჯანაშვილი 52 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და პირველივე წრეში დამარცხდა, ამავე წონით კატეგორიაში 2 მოგებული ბრძოლის შემდეგ მესამე ეტაპზე წააგო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა, ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ წონით კატეგორიაში მეორე ეტაპზე დამარცხდა, ასევე მარცხი იწვნია ბექა წიფიანმა (66 კგ), რომელიც ტურნირს პირველივე ბრძოლიდან გამოეთიშა, ბექა გვიჭიანი 73 კგ-ში პირველივე ოპონენტთან დამარცხდა, ამავე წონით კატეგორიაში, ალეკო მამიაშვილმაც იასპარეზა, რომელმაც მესამე წრეში წააგო.

 

ქართველი ძიუდოისტები 9 თებერვალსაც გააგრძელებენ მედლებისთვის ბრძოლას. ხვალ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.