მაიკონი ისევ ხაზზეა

გახსოვთ ბრაზილიელი მაიკონი? მაგარი მარჯვენა მცველი იყო, ერთი პერიოდი, შესაძლოა, საუკეთესოც კი თავის პოზიციაზე. მაგალითად 2010 წელს, როცა ინტერმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

 

ახლა 37 წლისაა და კარიერა განაახლა. წლეულს საერთოდ არ უთამაშია და აი, მისი ახალი კლუბი ბრაზილიური კრისიუმაა, რომელიც ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში, სერია ბ–შია.   ბოლოს შარშან გამოჩნდა მინდორზე, მისი ავაი ბრაზილიის სერია ა–დან გავარდა და მაიკონმაც განაცხადა, მგონი, აღარ ვითამაშებო. გადაიფიქრა და ისევ იწყებს.

 

76 მატჩი, 7 გოლი – ასეთია მისი მონაგარი ნაკრებში. ორ მუნდიალზე (2010, 2014) ითამაშა.     

 

ინტერი–ტოტენჰემი 4:3. ამ შეხვედრაში გარეთ ბეილმა სამი ტყუპი გოლი გაიტანა, ფლანგზე დატანჯა მაიკონი და თითქოს ამ მატჩის ბრალიაო, ბრაზილიელი რეგრესის გზაზე წავიდა.