პეტი: რონალდუ მონსტრია, მესი - არა

ფრანგმა ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ, მანჩესტერ სიტიში მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. მისი თქმით, არგენტინელი პრემიერლიგაში ისეთივე შედეგიანი ვეღარ იქნება.

 

„მესი კრიშტიანუ რონალდუ არაა. პორტუგალიელისგან განსხვავებით, ის ფიზიკური მონაცემებით მანქანა არ არის. რონალდუ მონსტრია. ლიონელი 32 წლისაა, 1-2 სეზონის ჩატარება მაღალ დონეზე მას ისევ შეუძლია. კარგი თანაგუნდელების მიუხედავად, მას ახლანდელი დრიბლინგი და სისწრაფე აღარ ექნება. ჩემი აზრით, მან იცის, რომ კარიერის დასასრული არც ისე შორსაა.

სიმართლე გითხათ, მგონია, რომ მესი ინტენსიური ინგლისური ფეხბურთისთვის  შექმნილი არ არის. ლეოს არ უყვარს, როდესაც მას ტაქტიკურად კეტავენ. ამ კუთხით, ესპანეთში ის დაცულია. ბუნებრივია, ინგლისელ გულშემატკივრებს მისი ხილვა გაუხარდებათ, თუმცა ვერ ვხვდები, რაში სჭირდება მანჩესტერ სიტის 32-33 წლის მესი?“, - თქვა პეტიმ.

 

შეგახსენებთ, ბოლო დროს ბრიტანულ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით მანჩესტერ სიტის ლიონელ მესის შეძენა სურს.

რომა რატიანი 08 თებერვალი 2020 -21:33