ლუკა პაიჭაძე საქართველოს ჩემპიონია

დასრულდა საქართველოს რიგით 79-ე საჭადრაკო ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ფინალში ერთმანეთს ლუკა პაიჭაძე და თორნიკე სანიკიძე შეხვდნენ. გამარჯვება პაიჭაძეს დარჩა, რომელმაც მეტოქე 1,5:-0.5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლუკა პაიჭაძე საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

 

რაც შეეხება მესამე ადგილს, ბრინჯაო მედლისთვის ბრძოლაში კონსტანტინე შანავამ ლევან ფანცულაია დაამარცხა. ამ მოგებით შანავამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.