უაილდერი: ფიურისთან სულ სხვა ბრძოლა მელოდება

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს მოქმედა ჩემპიონმა, დეონტეი უეილდერმა მომავალ მეტოქეზე, ტაისონ ფიურიზე ისაუბრა. მათ შორის განმეორებითი ბრძოლა 22 თებერვალს ლას ვეგასში გაიმართება.

 

„ეს ბრძოლა სხვაგვარად წარიმართება - სულ სხვა ჩხუბს იხილავთ. ჩემი ვარჯიშის მეთოდი არ შეცვლილა, რადგან იმას ვაკეთებ, რაც კარგად გამომდის. ფიურიმ თქვა, რომ მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩამაგდებდა, თუმცა ამის არავის სჯერა“, - თქვა ამერიკელმა მოკრივემ.

 

შეგახსენებთ, ამ მოკრივეთა პირველი დაპირისპირება 2018 წლის 1 დეკემბერს გაიმართა - ის შეხვედრა ფრედ დასრულდა. როგორც ცნობილია, ფიურის მეტი ქულა ჰქონდა, თუმცა ის მე-9 და მე-12 რაუნდებში ნოკდაუნში ჩავარდა, რამაც მისი გამარჯვება პრაქტიკულად გამორიცხა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მოკრივეებს პროფესიონალურ კარიერაში წაგება არ აქვთ. უაილდერს 41 გამარჯვება აქვს, ხოლო ფიურის - 29.

რომა რატიანი 09 თებერვალი 2020 -01:12