მსოფლიოს ახალი რეკორდი - 6 მეტრი და 17 სმ

შვედმა ჭოკით მხტომელმა, არმან დუპლანტისმა, დახურულ შენობაში ჭოკით ხტომის მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - 20 წლის ათლეტი 6 მეტრსა და 17 სანტიმეტრზე ახტა.

 

უკანასკნელი რეკორდი რენო ლავილენის ეკუთვნოდა. 2014 წელს ფრანგმა სპორტსმენმა 6.16-მეტრიან ნიშნულს მიაღწია.

 

„უბედნიერესი ვარ. ის მოხდა, რაზეც 3 წლის ასაკიდან ვოცნებობდი“, - თქვა ახალგაზრდა მხტომელმა.

 

რომა რატიანი 09 თებერვალი 2020 -02:00