კრიშტიანუ მარცხზე და არა რეკორდზე...

იუვენტუსის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ვერონასთან წაგებულ შეხვედრაზე (1:2) ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა მიყოლებით მე-10 შეხვედრაში გაიტანა და იუვენტუსის რეკორდი დაამყარა, უკმაყოფილება არ დამალა

 

„ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდა. ახლა სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ამაზე რეაქცია გამოვავლინოთ, ბევრი ვივარჯიშოთ და მიზნის მიღწევა შევძლოთ,“ - თქვა კრიშტიანუმ

 

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუმ 20 გოლი გაიტანა (ბოლო 10 შეხვედრაში 15) და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს, პირველზე კი ლაციოს იტალიელი შემტევი ჩირო იმობილეა - 25 გოლით...