რაგბი საზოგადოებას უმეგობრდება

რაგბი არ ეკუთვნის მხოლოდ მორაგბეებს, ის საქართველოში სახალხო სპორტია 

საქართველოს რაგბის კავშირსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ხუთწლიანი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად სანაკრებო და საკლუბო მატჩები პირველი არხით გადაიცემა.

 

შეთანხმების ნაწილია რაგბი ტვ, რომელიც სრკ-ს მთავარ პარტნიორად რჩება და საზოგადოებრივ მაუწყებელთან მჭიდრო თანამშრომლება ექნება. პირველ არხზე გადაიცემა ბორჯღალოსნების თამაშები მსოფლიო თასზე, რაგბი ევროპაზე და ტესტ-მატჩები, ასევე უმცროსი ბორჯღალოსნების და კლუბების გამორჩეული შეხვედრები, როგორც დიდი 10-იდან, ასევე ევროთასებიდან.

 

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის დიდი და ძველი ურთიერთობები აღდგა.