ნანა ძაგნიძე სენტ ლუისში გალიდერდა

აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში საჭადარაკო ტურნირი Cairns Cup 2020  დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 180 000 დოლარია.

 

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ტურნირში წარმატებული სტარტი აიღო. მან პირველ ტურში თეთრი ფიგურებით რუსი ვალენტინა გუნინა დაამარცხა, მეორეში კი შავებით ინდოელ ჰარიკა დრონავალის დაუზავდა.

 

მე-3 ტურში ძაგნიძეს კიდევ ერთი პარტიის მოგების  შანსი აქვს, რადგანაც ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ამერიკელ მოჭადრაკე კარისა იიპს თეთრებით ეთამაშება.