როტერდამ-პრევიუ

ნიკა ბასილაშვილს არ გაუმართლა. როტერდამის პირველ წრეში ჩვენი ბიჭი მეშვიდედ განთესილს, ანდრეი რუბლიოვს დაელაპარაკება.

ნიკამ რუსს შარშან ორჯერ მოუგო. ჯერ, დოჰას სტარტზე (6:3, 6:4) და შემდეგ, ჰამბურგის ფინალში 7:5, 4:6, 6:3. ცინცინატიში უკვე ანდრეიმ აკრიფა და 6:7, 6:4, 6:2 დასვა.

აქ მაგარი საინტერესო იქნება. სწრაფი საფარი, სადაც ალბათ, ფავორიტი რუსია. და, არა მხოლოდ საფარის გამო.

უბრალოდ, რუბლიოვმა ეს სეზონი სოლიდურად გახსნა.

ჩემპიონი დოჰაში. სეტის წაუგებლად. ჩაეთვალა.

ჩემპიონი ადელაიდაში. ფინალში 6:3, 6:0 ლოიდ ჰარისთან. დაგლიჯა.

ავსტრალიაში რუბლიოვმა სამი თამაში აიღო და მეოთხე წრეში ვერ გაძლო საშა ზვერევთან.

ნიკას სერიოზული ტესტი აქვს. და, თუ ბასილაშვილი ამ გამოცდას ჩააბარებს, შემდეგ წრეში მოდიან გრეგუარ ბარერი ან - ალექსანდრ ბუბლიკი. თუ ამასაც მოვიგებთ, დიდი შანსია, რომ მეოთხედფინალში ანდრეი მედვედევს დაველაპარაკოთ.

მოკლედ, რთულია.

და, როტერდამში უძლიერესი შემადგენლობაა. Top 10-ის 4 წარმომადგენელი (მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, გაელ მონფიზი და დავიდ გოფენი). მოაქვს.  

მედვედევმა აქ დებიუტი (2018, კვალიფიკაციის გავლით) ¼ ფინალით აღნიშნა და შარშან, რუსი ერთი წრით შორს გავიდა. იქ წააგო მონფიზთან და ფრანგი ჩემპიონი გახდა. გაელმა ბოლო ტესტში 6:3, 1:6, 6:2 სტენ ვავრინკას დაუსვა.

როტერდამში ყველაზე მეტი ტიტული: 3, როჯერ ფედერერი.

წყვილებში: 4, ანდერს იარიდი, ნენად ჟიმონჟიჩი.

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი: 36, ფედერერი (2018).

ყველაზე ახალგაზრდა: 20, მიროსლავ მეჩირჟი (1985).

ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი: 1, ფედერერი (2005), ჯიმი კონორსი (1978).

ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი: 156, იარიდი (1993).

ყველაზე მეტი მოგება: 28, ფედერერი.