არაბული ფინალში გავიდა

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ლევან არაბული (130 კგ) ფინალში გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა 1/2 ფინალში ფინელი მარტინ სავოლაინენი 9:0 დაამარცხა. არაბული ოქროს მედლისთვის 11 თებერვალს რუმინელი ალექსუც ჩიურარიუს წინააღმდეგ იჭიდავებს.

 

ჩვენმა თანამემამულემ პირველ წრეში იტალიელი მაჰდი როკარო 9:0 დაამარცხა, შემდეგ გერმანელ იელო კრამერს მოუგო იგივე ანგარიშით და 1/2 ფინალში როგორც უკვე მოგახსენეთ ფინელი მეტოქეც ამ ანგარიშით დაამარცხა.

 

შეგახსენებთ, რომ ფინალის საგზურისთვის ნუგზარ წურწუმიაც იბრძოდა, თუმცა ჩვენებური რუს ვიტალი კაბალოევთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.