VIDEO: რონალდუ შვილებთან ერთად ვარჯიშობს

იუვენტუსის ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სავარჯიშო დარბაზში საკუთარ შვილებთან ერთად დროს ატარებს. 

 

"არავითარი თავის მართლება“, - დააწერა მან ვიდეოს.

 

 

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში 35 წლის შემტევმა 20-ჯერ ითამაშა, ამდენივე გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.


ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიელმა ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

რომა რატიანი 11 თებერვალი 2020 -01:13