სოლსკიაერი: ჯერ კიდევ ვერ შევეგუე...

მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი მომდევნო მატჩზე ფიქრობს

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი მწვრთნელის ხელში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. წითელმა ეშმაკებმა ამჯერად ოლდ ტრაფორდზე ჰადერსფილდი 3:1 დაამარცხეს. მანჩესტერის დამრიგებელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ემოციებს ვერ მალავს.

 

„ფეხბურთელობის დროს, რამდენჯერმე მანჩესტერის კაპიტნობა მომიხდა. ძალიან ვღელავდი და ამავდროულად ბედნიერიც ვიყავი, მაგრამ იყო ასეთი დიადი გუნდის მთავარი მწვრთნელი სულ სხვა განცდაა. ჯერ კიდევ ვერ შევეგუე ამ ყველაფერს, ბოლომდე ვერ გავითავისე.

 

ბედნიერი ვარ, რომ მეორე მატჩიც მოვიგეთ. მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და ყველაზე მეტად მათთვის გულის ტკენა არ მინდა. გადამწყვეტი მომენტი ალბათ მაინც დე ხეას არაამქვეყნიური სეივი იყო. ბურთი უკვე კარის ბადეში მეგონა, როცა მისი ხელი დავინახე.

 

ახლა სრული კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე გვმართებს, რომელიც ბორნმუთთან გვაქვს. მიხარია, რომ სანჩესმა ტრავმა მოიშუშა და ალბათ ნიუკალსთან დაპირისპირებისთვის მზადყოფნაში იქნება. რაც შეეხება პოლ პოგბას - ის ახლა ბედნიერია.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.