ვიდრე კაცები ტრუსებს ამოიცვამენ...


იმკე ვიუბენჰორსტი - გერმანულ ფეხბურთში პირველი ქალი-მწვრთნელია პროფესიონალურ კაცთა გუნდში. 2019 წლის დეკემბერში, ის ობერლიგის კლუბის, კლოპენბურგის დამრიგებელი გახდა. მაგრამ განსაკუთრებით ცნობილი Welt-ისათვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ შეიქნა.

ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა ვიუბენჰორსტს ჰკითხა, აფრთხილებს თუ არა ის თავის ფეხბურთელებს საგანგებო სიგნალით, სანამ გასახდელში შევა, რათა მათ ტრუსების ჩაცმა მოასწრონ. რაზედაც ქალბატონმა ირონიით უპასუხა: რა თქმა უნდა, არა. მე პროფესიონალი ვარ და ფეხბურთელებს ასოს სიდიდის მიხედვით ვირჩევო. 

ევროპულმა მედიამ ქალბატონის პასუხი ენამოსწრებულად ჩათვალა, ჟურნალისტის კითხვა კი სულელურად.

 

 

31 წლის ვიუბენჰორსტი პროფესიონალი ფეხბურთელია. გერმანიის ქალთა სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში ორჯერ ყოფილა ევროპის ჩემპიონი. 2017 წლამდე კლოპენბურგის მოთამაშე გახლდათ, შემდეგ ამავე კლუბის სპორტული დირექტორი. ახლა კი მთავარი მწვრთნელია. უნდა ითქვას, რომ გუნდის საქმეები ვერ არის კარგად, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, სპონსორმაც მიატოვა და ქომაგებსაც ცოტაღა აკლიათ და საბოლოოდ ჩაიქნევენ ხელს.

ამიტომ, ფრაუ იმკეს ამოცანა გუნდის როგორმე ობერლიგაში დატოვებაა. მას ბევრი სიახლეც დაუნერგავს საწვრთნელ პროცესში. მაგალითად, მანამდე, თურმე  კლოპენბურგის ფეხბურთელებს არც კი გაეგონათ რა არის ვიდეოანალიზი და ინდივიდუალური ტაქტიკური მეცადინეობები.

„კლოპენბურგში შვიდწელიწადნახევარი გავატარე, როგორც მოთმაშემ და ფუნქციონერმა. ყოვლთვის ვცდილობდი, კოლეგა კაცებთან საფეხბურთო თემებზე მელაპარაკა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. უბრალოდ იმიტომ, რომ ქალი ვიყავი.

 

 

მესმის, რომ ცნობილი გუნდების რიგი არ მიდგას, მაგრამ სხვა შანსი ალბათ აღარც მომეცემა და მინდა შეუძლებელი შევძლო და გუნდს ლიგაში ადგილი შევანარჩუნებინო,“ - თქვა ვიუბენჰორსტმა