ხორვატული უარი

მოდრიჩმა რეალს უარი უთხრა

ოქროს ბურთის მფლობელმა ლუკა მოდრიჩმა რეალის ხელმძღვანელობის სიტყვა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ბანზე ააგდო.

 

ხორვატი ფეხბურთელი კლუბის შეათავაზებულმა პირობებმა არ დააკმაყოფილა და აცნობა, რომ უკეთეს წინადადებას ელის.ლუკა მოდრიჩს რეალთან მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს, თუმც ხორვატი ნახევარმცველის გადაბირებით მილანის ინტერი ისეა დაინტერესებული, საეჭვოა, ფეხბურთელი ესპანეთში კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს. 

 

ინტერი მოდრიჩს წლიურ 10 მილიონ ევროს სთავაზობს, რეალი კი გაცილებით ნაკლებს. ამიტომაც თქვა თავდაპირველ საკონტრაქტო შეთავაზებაზე ხორვატმა უარი. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.