უფრო ხშირად გოლიათი იგებს...

წყალბურთში, მსოფლიო ლიგის გათამაშებაში, იღბალმა თავიდანვე ზურგი გვაქცია და 3 გუნდიან ჯგუფში იტალიასთან და საბერძნეთთან მოგვახვედრა. იტალიამ როგორც საბერძნეთი (9:6) ასევე საქართველო (14:3) დაამარცხა და მეორე ადგილით შემდეგ ეტაპზე გასასვლელი შეხვედრა ჩვენს ნაკრებსა და ბერძნებს შორის გაიმართა. 

 

გოლიათის და დავითის ამბავი ყველამ იცის, თუმცა რეალობა ისაა, რომ გოლიათი თითქმის ყოველთვის იმარჯვებს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც, ბერძნები ძალიან კონცენტრირებულნი გამოვიდნენ და საქართველოს ნაკრებს ოთხივე მეოთხედი მოუგეს (1:5; 2:4; 3:5; 1:4) 

 

საბოლოოდ - 7:18

 

ჩვენი გუნდიდან გოლები გაიტანეს: ელაჩა - 3; ცრეპულია - 1; შუშიაშვილი -1; ბარალდი -1; ვაპენსკი - 1.