წურწუმია - ბრინჯაო; არაბულის იმედი გვაქვს!

ჭიდაობაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია (55კგ), რომში, ევროპის ჩემპიონატში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რუმინელ ფლორინ ტიტას შეხვდა.

 

ქართველს ევროპის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი 2018 წელს მოპოვებული უკვე ჰქონდა და დღეს წარმატება ამ შედეგის გამეორება იქნებოდა. 

 

საბედნიეროდ, ქართველმა მოჭიდავემ რუმინელი ძალიან მარტივად - 8:0 დაამარცხა. 

 

მძიმე წონით კატეგორიაში, ლევან არაბული (130 კგ), კიდევ ერთ რუმინელს, ალინ ალექსუცს დაუპირისპირდება.