მანუჩარ მარკოიშვილი ნაკრებში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გარჩევებისთვის ემზადება.

ვიცით გაფართოებული შემადგენლობა (გიორგი ცინცაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბურჯანაძე, ნიკა დარბაიძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, ნიკა გაფრინდაშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, სანდრო სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ლუკა ბულაშვილი, თედ მაკფადენი, მაიკლ დიქსონი, ოთარ ფხაკაძე, ლუკა ზაქრაძე, რატი ანდრონიკაშვილი).

ვიცით მთავარი მწვრთნელი (ილიას ზუროსი) და მისი ძველი ასისტენტები (მილოშ გლიგორიევიჩი და გეორგიოს ლიმნიატისი).

და, მისტერ ზუროსს ორი ახალი ასისტენტი ჰყავს.

მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. წარმატებები ორივეს.

ბოისა რუსთავში მუშაობს.

მანუ ტიტებში მრჩეველია.

მარკოიშვილი: “ნაკრებში მუშაობის დიდი სურვილი მქონდა. შევხვდი ზუროსს, დავილაპარაკეთ და მესიამოვნა, როდესაც მისგან შეთავაზება მივიღე. მინდა ვისწავლო, და, აუცილებლად ვისწავლი. მინდა, ასევე დავეხმარო ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილების გაზიარებით. მინდა, რომ ჩემი ცოდნა გავცე. მინდა, რომ ნაკრებისთვის სასარგებლო ვიყო და ამისთვის მართლა ყველაფერს გავაკეთებ.“

მანუ ზუროსს დაეხმარება. და, ბერძენი ჩვენს ლეგენდას სამწვრთნელო მუღამებს ასწავლის.

ყველაზე საინტერესო კომბინაცია.

20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას დაველაპარაკებით. 23 თებერვალს - გასვლაზე სერბეთს.

ვიწყებთ.