არაბული - ვერცხლი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან არაბულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რომში მიმდინარე ტურნირზე, 130 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში, ქართველი მოჭიდავე რუმინელ ალექს ალექსუცთან 1:6 დამარცხდა.

არადა, არაბული გადამწყვეტ დაპირისპირებამდე უდანაკარგოდ, საერთო ანგარიშით - 27:0 მივიდა.

საქართველოს დელეგაციას აქამდე იტალიის დედაქალაქში ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული - ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაო დაისაკუთრა.