ფერარიმ უახლესი ავტომობილი წარადგინა

ფერარიმ ახალი სარბოლო ავტომობილი ოფიციალურად გაგვაცნო. აღნიშნული ბოლიდით ფერარი ფორმულა 1-ის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. წარდგენის ცერემონია ქალაქ რეჯო ემილიაში, რომოლო ვალის სახელობის თეატრში გაიმართა.

 

ავტომობილს სიმბოლური სახელი აქვს - SF1000, რაც ფორმულა 1-ის მე-1000 გრანპრის პატივსაცემად დაარქვეს. შეგახსენებთ, ფერარი ერთადერთი გუნდია, რომელიც ფორმულა 1-ის დაარსებიდან, 1950 წლიდან ასპარეზობს.


რომა რატიანი 12 თებერვალი 2020 -00:20