10 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან

10 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერი ტრაგედიამ მოიცვა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ნოდარი უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ...

 

21 წლის სპორტსმენის დაღუპვის ამბავმა მთელი საქართველო და არამარტო საქართველო შოკში ჩააგდო. იყო უამრავი ცრემლი, დარდი წუხილი... ბუნებრივია ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყო.