ლაშა ლომიძე ინგლისში დაბრუნდა

„დონკასტერ ნაითსი“ უახლოეს მატჩს 29 დეკემბერს გამართავს და ლაშა ლომიძის დებიუტიც შედგება.

„დონკასტერ ნაითსი“ ინგლისური სარაგბო კლუბია, რომელიც ჩემპიონშიპში ასპარეზობს. ამიერიდან კი ჩვენთვის ეს კლუბი საინტერესო იმით იქნება, რომ მის ღირსებას ლაშა ლომიძე დაიცავს.

 

გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის მორაგბის დამატებით დონკასტერმა მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. ქართველ მორაგბეს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რადგან მას ინგლისის გარდა საფრანგეთში და რუსეთში უთამაშია.

 

„დონკასტერ ნაითსი“ უახლოეს მატჩს 29 დეკემბერს გამართავს და ლაშა ლომიძის დებიუტიც შედგება.