კალაშნიკოვა რუსეთს ნაადრევად დაემშვიდობა

სანკტ პეტერბურგის მიმდინარე ტურნირზე წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვამ ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც რუმინელ ანდრეა მიტუსთან ერთად გამოდის, 1/8 ფინალში რუს ალა კუდრიავცევასა და სლოვენიელ კატარინა სრებოტნიკს შეხვდა. აღნიშნული დაპირისპირება რუსულ-სლოვენიური წყვილის სასარგებლოდ 2:1 (6:3, 2:6: 10:6) დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა.

 

დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც როგორც უკვე გითხარით მატჩი კუდრიავსცევასა და სრებოტნიკის სასარგებლოდ დამთავრდა. გადამწყვეტ მომენტში უპირატესობა სწორედ მათ მოიპოვეს და სეტი 10:6 მოიგეს.