შავაძე ბრინჯაოს მფლობელია

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ამირან შავაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსი ძამბოლად ლოკაევი დაამარცხა. ქართველისა და რუსის დუელი 6:6 დასრულდა, ქართველს გამარჯვება ილეთის ხარჯზე მოპოვებული ქულების გამო დარჩა.

 

აღნიშნული დაპირისპირება ჩვენებურის უპირატესობით მიმდინარეობდა და შავაძემ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ დღეს ოქროს მედლისთვის იური ლომაძე იბრძოლებს, რომელიც 72 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. მისი მეტოქე გერმანელი სტაებლერი იქნება. 

 

აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატზე ეს ქართველთა მესამე მედალი გახლავთ. 11 თებერვალს ნუგზარ წურწუმია ბირნჯაოს მედალს დაეუფლა, ლევან არაბული კი ვერცხლისას.