ჯონსი: რეიესი უბრალოდ დანებდა

ნახევრად მძიმე წონაში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა დომინიკ რეიესთან უკანასკნელ სატიტულო ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მისმა მოწინააღმდეგემ მსაჯები გააკრიტიკა.


"დომინიკმა მხოლოდ 12-ჯერ დამარტყა. მე თეიქდაუნებს ვაკეთებდი, აგრესიულად ვჩხუბობდი, ოქტაგონს ვაკონტროლებდი და უფრო საგრძნობლად ვურტყამდი. დომინიკმა საჩემპიონო, გადამწყვეტ რაუნდებში ჩხუბი პრაქტიკულად შეწყვიტა, ახლა კი ის მსაჯებზე ბრაზობს", - დაწერა ტვიტერში ამერიკელმა.



შეგახსენებთ, გულშემატკივართა რიგებში ჯონსის გამარჯვებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრის აზრით, ამ ბრძოლაში რეიესმა გაიმარჯვა. საბოლოოდ, მსაჯებმა ქულები ასე გადაანაწილეს - 48:47; 48:47; 49:46.


ლეგენდარულმა ამერიკელმა მოჩხუბარმა ტიტული ზედიზედ მესამედ დაიცვა.


საერთო ჯაში, 32 წლის ჯონსს 26 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. რაც შეეხება რეიესს, მას აქტივში 13 ორთაბრძოლა აქვს. ჯონსთან უკანასკნელი მარცხი მისთვის პირველი აღმოჩნდა.

რომა რატიანი 12 თებერვალი 2020 -21:27