იური ლომაძე ვერცხლს დასჯერდა

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, იური ლომაძემ 72 კგ წონით კატეგორიში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე ფინალში ფრენკ სტებლერს შეხვდა და 2:6 დამარცხდა. 

 

ლომაძემ ფინალამდე გზა მშვენივრად განვლო. ქართველმა პირველ ეტაპზე ბელარუსი კანკაუ 11:0 დაამარცხა, შემდეგ ხორვატ ეტლინგერს მოუგო 5:0 ნახევარფინალში კი თურქი ჩანი 7:0 დაამარცხა.  

 

რომის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს. ნუგზარ წურწუმია და ამირან შავაძე მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ, იური ლომაძე და ლევან არაბული კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.