ლებრონარიუმი

ლეიკერსმა (41:12) დენვერს (38:17) ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი აარტყა.

120:116. დამატებით დროში.

32 ქულა, 14 პასი, 12 მოხსნა. აგრესია სამწამიანში. აგრესია დაცვაში. მანქანა დაიძრა და დენვერი ტალახში დაიმარხა. მანქანამ ძვლები დაამტვრია და ნაგეთსი დაიმარხა.

ლებრონმა ენტონი დევისს თვალი ჩაუკრა და დიდმა ბიჭმა (დუაიტ ჰოვარდთან ერთად) ნიკოლა იოკიჩს თავისუფლება, სივრცე, ღიმილი წაართვა.

დევისმა 33 ქულა (7 - დამატებით დროში) გაშანსა და ბებერმა ჰოვარდმა 14 ქულა, 11 მოხსნა და ნეანდერტალური აგრესია გადაარტყა მოწინააღმდეგეს.

იოკიჩი მესამე მეოთხედში დაასვენეს - 4 ფოლით. იოკიჩი აზრზე ვერ მოვიდა, საიდან მოდიოდა ლავა. ნიკოლა დაიწვა. ნიკოლა კალიფორნიამ დაწვა.

ლეიკერსი დასავლეთში პირველზე ზის. დენვერი მეორეა, მაგრამ ესეც უფრო სიმბოლურია. ლეიკერსი კლიპერსისთვის, კალიფორნიული სერიისთვის ემზადება და ეს ბოლო წლების ყველაზე სისხლიანი ჩეხვა იქნება.

ლეიკერსს გასვლაზე საუკეთესო შედეგი (23:5) აქვს.

ლეიკერსი ტეპს არ აგდებს. ლეიკერსი ტემპს ვერ აგდებს.

ლეიკერსი იდეალური ჰიტმენი გახდა.

იოკიჩი 22 ქულაზე ზის. 11 მოხსნასთან ერთად. და, ეს არ იყო საკმარისი.

ლებრონმა ძირითადში ვერ მოიგო, მაგრამ დამატებითში დევისმა დაღეჭა დენვერი. ლებრონი კარგი ასისტენტი იყო. ჯეიმსი გუნდს გადაეფარა.

და, კალიფორნია ფლეი ოფისთვის ემზადება. და, კალიფორნიამ ლებრონის კიდევ ერთი სოლო მოისმინა. ჯადოსნური სოლო, რომელიც კენი ჯის სოლოზე ლამაზი, უნაკლო იყო.

ლებრონარიუმი გაიხსნა.

დაიშალეთ.