უკვე?! გია ცეცაძემ საბურთალო დატოვა

აი,ამბავი! საბურთალოსა და გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს! ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური წერს.

 

დღეს საბურთალო ესპანურ ალკოიანოს ხვდება და გუნდს გამოცდილი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ადრეც წვრთნიდა საბურთალოს. მომავალში ვინ იქნება მწვრთნელი, ჯერ უცნობია.

 

გუნდი ხვალ დაბრუნდება ესპანეთიდან. 

 

ჩვენ კი დღესვე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა გახდა ცეცაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი. ცეცაძე ხომ იანვარში დაინიშნა საბურთალოში...