კრის პოლის თვალები

კრის პოლი თვალებით გკლავს. და, ინტელექტით. და, გამოცდილებით.

ამ სეზონში კრისი შეუცვლელია.

Clutch, ანუ გადამწყვეტ მომენტებში, როდესაც ჩასაგდებია, როდესაც მოსახსნელია, როდესაც მოსაგებია - კრისი ამ სეზონში ყველას უჯოკრავს.

მიმდინარე რეგულარულის ბოლო წუთებში კრის პოლს 128 ქულა აქვს აღებული. არარეალური შედეგი ვეტერანი გამთამაშებლისთვის.

და, ოკლაჰომა ფლეი ოფში შედის. 32:21. გუნდმა აკრიფა. და, პირველად 2015-2016 წლების შემდეგ, პოლი All Star Game-ის მონაწილე იქნება. კრისმა ეს დაიმსახურა.

გადამწყვეტი ფაზის 136 წუთში კრის და ოკლაჰომა მოწინააღმდეგეს 73 ქულით უგებენ. ფანტასტიკა.

ბოლო წუთებზე კრისს სროლების 54.5 პროცენტი აქვს გამოყენებული. საჯარიმოს ხაზიდან - 38/36. თითქმის იდეალური შედეგი.

პოლი ნაკლებად იჩხვლიტება საშუალო დისტანციიდან (3-4) მეტრი, მაგრამ კრისმა მოუმატა სამწამინიდან აგრესიაში და შესაბამისად, გაიზარდა მისი საერთო პროცენტული მაჩვენებელი.

34 წლის ვარსკვლავი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

კრისი მეთორმეტედ უნდა გავიდეს ფლეი ოფში.

და, პოლის ბანდა იქ საინტერესო იქნება.

მანამდე, კრისი თვალებით, ინტელექტით და გამოცდილებით მოგკლავს.

ლეგენდა.