გიორგი ცინცაძე დინამოშია

თბილისის დინამომ საქართველოს ნაკრების წევრი, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო პირველი ნომერი - გიორგი ცინცაძე დაიმატა!

გიორგი თბილისშია, სანაკრებო თემებისთვის ემზადება. ცინცაძე ტრავმირებული იყო და სარეაბილიტაციო კურსს ამთავრებს. შემდეგ, კიდევ ერთხელ გაივლის სამედიცინო ამბებს და ნაკრების განკარგულებაში გადავა.

ცინცაძე: „დღეს, დინამოში ვარ. როგორც კი სანაკრებო პაუზა დასრულდება, გუნდთან ერთად დავიწყებ სუპერლიგისთვის მზადებას, სუპერლიგაში თამაშს. ეს დინამო საინტერესო გუნდია. როგორც იცით, მქონდა ტრავმა და ამ ეტაპზე ბოლომდე მზად არ ვარ. ჩემი სურვილია, დინამოს მაქსიმალურად ჯანმრთელი დავეხმარო.“

ცინცაძესთან ერთად დინამო შეიცვლება. ავტომატურად შეიცვლება. ბუს მოაქვს გამოცდილება, შარმი და მოგების დიდი სურვილი.

ბიჭებს ეს მაგრად დაეხმარება.

ცინცაძე იწყებს.