ნანა ძაგნიძე თეთრებით დამარცხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საერთაშოისო ტურნირზე CAIRNS CUP 2020, რომელზეც საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდი თამაშდება, ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ მეხუთე ტურში თეთრი ფიგურებით ინდოეთის წარმომადგენელთან, ჰუმპი კონერუსთან დამარცხდა.

 

ძაგნიძეს ხუთი ტურის შემდეგ სამი ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილს სწორედ კონერუსთან იყოფს. მოდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკე რუს კატერინა ლახნოს შავი ფუგურებით ეთამაშება. რუსი ჩვენებურს 0,5 ქულით ჩამორჩება. ლიდერი კი, 3,5 ჩინელი ვენჯუ ჯუა.