პელე: კარგად ვარ

ლეგენდარულმა პელემ უარყო ინფორმაცია, თითქოს დეპრესიაშია. ეს პელეს ვაჟმა ედინიომ განაცხადა, მამაჩემი ძალიან დასუსტდა, სახლში ჩაიკეტა და ხალხთან ურთიერთობა აღარ სიამოვნებსო.

 

„ყველას მადლობას გიხდით ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესებისთვის. კარგად ვარ. ოქტომბერში 80 წლის გავხდები. მაქვს კარგი და ცუდი დღეები, მაგრამ ასეა ადამიანთა უმრავლესობა. ეს ნორმალურია ჩემი ასაკის კაცისთვის. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ღირსეულად ვუმკლავდები“ - თქვა დიდმა ბრაზილიელმა.