ბარსელონა ნეიმარს მიუბრუნდა

ბარსელონა ზაფხულში პსჟ-დან ნეიმარის დაბრუნებას შეეცდება. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელები ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის ახალ წინადადებას უკვე ამზადებენ. ცნობილია, რომ ბლაუგრანაში დაბრუნებაზე უკვე დიდი ხანია, რაც თავად ფეხბურთელიც ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდის შეფები შარშან ზაფხულში 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

 

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის შეძენით ბარსას მესვეურები მესის შენარჩუნებასაც ცდილობენ, რომელსაც კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. არაერთხელ ითქვა, რომ არგენტინელს კვლავ სურს ბრაზილიელ მეგობართან ერთად თამაში.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში სწორედ ბარსელონადან 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბოლო დროს იგი ხშირად ტრავმიანობს და ისიც ითქვა, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელები მისი გაყიდვის წინააღმდეგნი არ არიან. ამ სეზონში მე-10 ნომრის ანგარიშზე 18 მატჩი და 15 გოლია.