საწვრთნელი შეკრება საფრანგეთამდე

უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წლის  მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალიაში გაიმართება.

 

ამჯერად, საწვრთნელ შეკრებაზე მხოლოდ ის მორაგბეები არიან, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ. გუნდი საფრანგეთში 21 თებერვალს მიემგზავრება და ჩრდილოეთში, ლილის მახლობლად დაბინავდება, სადაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბოლო ორი წლის გამარჯვებულ საფრანგეთთან ორი საკონტროლო მატჩი ექნება – 26 თებერვალს და 1 მარტს.

 

საფრანგეთში გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დაემატება, მოთამაშეთა ნაწილს კი, მწვრთნელები მომდევნო ტურნეზე, სამხრეთ აფრიკაში დაიმატებენ, სადაც აპრილის ბოლოს გაემგზავრებიან.

 

საქართველოს ნაკრები

შერკინება: ლუკა ახვლედიანი (არმაზი), მამუკა მსტოიანი (აკადემია), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), გიორგი ჭანია (ლელო); გუგა ტაბატაძე (ლელო), საბა ხონელიძე (აია), გიორგი ტყეშელაშვილი (იუნკერები), ლევან სანიკიძე (არმაზი), ნიკა ნარმანია (არმაზი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), გიორგი სინაურიძე (აია), ბექა ყორიაული (ლელო), ლუკა კოხია (არმაზი), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), დავით ლომიძე (ხარები), საბა კურტანიძე (ხვამლი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო)

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი); სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გივი ცინცაძე (არმაზი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), დემურ თაფლაძე (ლელო), ოთარ ლაშხი (ლელო), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ნიკოლოზ ძნელაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია).