ბუფონი: ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი რონალდუ იყო

იუვენტუსის მეკარემ ჯიჯი ბუფონმა იტალიურ პრესასთან მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ბიანკონერის კარის დარაჯმა ისიც თქვა, რომ მისი ბებერ ქალბატონში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი, კრიშტიანუ რონალდუ იყო.

 

„ჩემთვის დიდი პატივია ისეთ დიდებულ გუნდში დაბრუნება, როგორიც იუვენტუსია. მაღალ დონეზე თამაში კვლავ შემიძლია. თავს მშვენივრად ვგრძნობ და გუნდს კიდევ დიდ სარგებელს  მოვუტან.

 

რონალდუ? ის დიდებული მოთამაშეა. სიმართლე გითხრათ იუვეში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პორტუგალიელი იყო. მასთან ერთად თამაშის და ვარჯიშის შანსმა ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია,“-თქვა, 42 წლის მეკარემ.

 

გამოცდილმა კიპერმა კარიერის დიდი ნაწილი სწორედ იუვეში გაატარა, შემდეგ 1 წლით პსჟ-ს მიაშურა და შარშან იტალიურ გრანდს დაუბრუნდა.

 

ბუფონს იუვენტუსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა შესაძლოა ტურინელებთან ხელშეკრულება 1 წლით გაახანგრძლივოს.