ტორპედომ სერბი ლეგიონერი დაიმატა

ქუთაისის ტორპედომ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. იმერელთა ღირსებას სერბი ნახევარმცველი ვანია მარკოვიჩი დაიცავს. ამის შესახებ გუნდის ფეისბუქ გვერდი იუწყება. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.

 

მარკოვიჩმა კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო, სადაც 2012-17 წლებში გამოდიოდა. შემდეგ იყო პოლონური კორონა, საიდანაც ვარდარს მიაშურა. მის კარიერაში ასევე იყო პორტუგალიური ფარენსე და ბოლოს უნგრული კაპოსვარი.

 

რაც შეეხება ტორპედოს, შეგახსენებთ, რომ აშვეთიას გუნდმა სერბი შუახაზელის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ტორპედო გორის დილას უმასპინძლებს.