ხინჩეგაშვილი ევროპას დროზე ადრე დაემშვიდობა

რომში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ლადო ხინჩეგაშვილმა მოულოდნელი მარცხი განიცადა. ქართველი სპორტსმენი, რომელიც 65 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, 1/8 ფინალში აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადეს შეხვდა და 0:7 დამარცხდა.

 

რომის ევროპირველობაზე დღეს პაექრობაში ოთარ გოგავა (57 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაებმებიან.