უეფას ტოპ–50: სიაში დავითაშვილიცაა

უეფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა. ეს უეფას საიტის რეპორტიორთა ვერსიაა. აქ წერია იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შარშან ძლიერ ლიგებში სათამაშო პრაქტიკა უწყვეტად ჰქონდათ და რომელთაგან 2020 წელს დიდ პროგრესს ელიან. 50–ეულში არის რუბინის შემტევი ზურიკო დავითაშვილიც.

 

სიაში არიან მეისონ გრინვუდი, რაფაელ ლეაო, დეიან კუშელევსკი, გაბრიელ მარტინელი, ანსუ ფატი და სხვები...

 

დავითაშვილს, ისევე როგორც კიდევ ერთ რუბინელ ხვიჩა კვარაცხელიას, შარშან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.