სხულუხია და ოდიკაძე 1/2 ფინალში დამარცხდნენ

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 1/2 ფინალში დამარცხდნენ. მირზა სხულუხიამ, რომელიც 70 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგამუდო გაჯიევთან 1:4 წააგო, ელიზბარ ოდიკაძე კი 97 კგ-ში რუს აბდულშილ სადულაევს შეხვდა და 0:6 დამარცხდა.

 

მირზა სხულუხიამ ევროპირველობაზე 1/4 ფინალში იტალიელი ტალომა დაამარცხა, რაც შეეხება ელიზბარ ოდიკაძეს, მან აღნიშნულ ეტაპზე ბელარუს ხრამიანკუსს მოუგო. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი თანამემამულეები ბრინჯაოს მედლისთვის 15 თებერვალს იბრძოლებენ.