გენტმა ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით მოიგო (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში, გენტი ეუპენს ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიტანა. ქართველი შემტევი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და 84-ე წუთზე, მაშინ როცა ანგარიში 2:2 იყო საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

რაც შეეხება გენტის მეორე ქართველს გიორგი ქვილითაიას, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩაკვეტაძემ 68-ე წუთზე სწორედ თანამემამულე შეცვალა. 

 

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანს რამდენიმე კვირის წინ მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ამ სეზონში გიორგიმ მე-6 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გენტს, ქართველების გუნდს 52 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და ლიდერ ბრიუგეს 6 ქულით ჩამორჩება.