ინდოელმა მორბენალმა უსაინ ბოლტის რეკორდი მოხსნა

BBC Hindi-ს ცნობით, ინდოელმა მორბენალმა, სრინივასა გაუდამ უსაინ ბოლტის რეკორდი მოხსნა. მან კამეჩებთან ტრადიციულ რბოლაში 142 მეტრი 13,62 წამში გაირბინა - 100-მეტრიანი ნიშნული გაუდამ 9,55 წამში გადალახა. აღნიშნულ დისტანციაზე ბოლტის რეკორდი 9,58 წამი გახლავთ - იამაიკელმა სპორტსმენმა ეს მაჩვენებელი 2009 წელს დააფიქსირა. ბუნებრივია, ეს რეკორდი ოფიციალურად არ ჩაითვლება, თუმცა სპორტულ სამყაროში ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.

 

 

 

28 წლის ინდოელი მორბენალი ტრადიციული ინდური სპორტის - კამბალას მიმდევარი გახლავთ. აღნიშნული სახეობა ინდოეთის შტატ კარტანაკაში არის გავრცელებული. წესები მარტივია - მორბენალი ორ კამეჩთან ერთად ბრინჯის წყლიან მინდორში 132 ან 142 მეტრის მანძილს ფარავს. 2014 წელს ინდოეთის მთავრობამ ეს შეჯიბრი ოფიციალურად აკრძალა, თუმცა 4 წლის შემდეგ ამ სახეობის წესები დაიხვეწა და ორგანიზატორებმა მისი ჩატარების უფლება ისევ მოიპოვეს.

რომა რატიანი 15 თებერვალი 2020 -02:44