სუპერმესი

მესისთვის დასვენება არ არსებობს, ის ხეტაფესთანაც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

 

ტრავმის გამო, არგენტინელმა სეზონის სტარტზე შეხვედრების ნაწილი გამოტოვა, თუმცა მას შემდეგ თითქმის ყოველთვის ძირითადშია და 90 წუთს თამაშობს.

 

სევილიასთან 6 ოქტომბრის რომ დაიწყო, მან ლა ლიგის 16 მატჩში სრულად ითამაშა, ჯამში - 1,439 წუთი.

 

მხოლოდ ორი შეხვედრა იყო, სადაც ლეომ დაისვენა - ლიგაზე ინტერთან და თასზე იბიცასთან. ინტერთან შეხვედრა არანაირ სატურნირო დატვირთვას არ ატარებდა, იბიცასთვის კი, წესით, გაჭირვების გარეშე უნდა მოეგოთ.

 

მიმდინარე სეზონში მესიმ მოედანზე 2,190 წუთი გაატარა და ამ მაჩვენებელს ხეტაფესთან კიდევ 90 დაემატება.